მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში - კობახიძე

მთავრობა

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში,“ - განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მთლიანად კონცენტრირებულია საარჩევნო ამოცანებზე და მიზნად აქვს 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში გამარჯვება.

„თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში. [დარეგისტრირებული] არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებულები საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები?! ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერისა და საკრებულოს არჩევნებს" - თქვა კობახიძემ.

მისი განცხადებით, ოპოზიციას არავითა

რი შანსი არ აქვს, ხოლო თბილისის შემთხვევაში მათი ამოცანაა პირველივე ტურში გამარჯვება:
„რაც შეეხება ‘ლელო’-სა და ‘გახარია საქართველოსთვის’ კანდიდატებს ერთი ერთზე რომ ავიღოთ, კახა კალაძე მინიმუმ 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით,“ - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები