მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი ვიზიტორების თვიური საშუალო დანახარჯი 245 მლნ ლარი იყო

64897ad3a6434
მარიამ ვარადაშვილი
14.06.23 13:34
400
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.2 მლნ იყო, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.4 მლნ შეადგინა.

2022 წლის I კვარტალთან შედარებით, ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა.

პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 621 ათასი იყო, რაც 0.9%-ით ნაკლებია 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

საქსტატის თანახმად, ვიზიტორების 33% თბილისის მაცხოვრებელია, 17.2% კი - იმერეთის. საანგარიშო პერიოდში ვიზიტების უმრავლესობა [49.6%] მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისზე მოდის, საშუალოდ 372 ათასი ვიზიტი თვეში, ხოლო მეორე ადგილს და იმერეთის რეგიონი იკავებს, საშუალოდ 293.2 ათასი ვიზიტით თვეში.

2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 244.7 მილიონი ლარით. ეს მაჩვენებელი წლიურად 16.5%-ით არის გაზრდილი. ვიზიტზე საშუალო თვიური ხარჯი კი თითქმის 168 ლარია, რაც წლიურად  10.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები