საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.3 მლნ იყო, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რიცხვმა დაახლოებით 1.6 მლნ შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის 14%-ით, ხოლო ვიზიტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.
მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 670.6 ათასი იყო, რაც 18.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტების უმრავლესობა (45.7%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, ადგილს 17.4% საყიდლები იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა მეორე სახლის მონახულება (აგარაკი და სხვა) 9.6%-ით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 356
ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 342.6 ათასი ვიზიტი თვეში).
2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო
თვიური ხარჯების მოცულობა 233.3 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი
თითქმის 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე
გაწეული საშუალო ხარჯი 10.5% შემცირდა და 145.8 ლარს გაუტოლდა.