საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში შიდა ვიზიტებისას მოგზაურების მიერ გაწეულმა საშუალო თვიური ხარჯების მოცულობამ 366.2 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 11.9%-ით და 207.3 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული შიდა ტურიზმის მესამე კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი მოგზაურები ყველაზე მეტს საკვებსა და სასმელზე ხარჯავდნენ:
ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 405 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 766 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის მაჩვენებლებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 %- ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 35.7% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.3%-ს შეადგენდა.