მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგურ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა სურს

ადგურ არძინბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობა ადგურ არძინბას სურს. მისი კანდიდატურა ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა.

ადგირ არძინბა ე.წ. ოპოზიციის ლიდერია. ის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე 2020 წელსაც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მაშინ ასლან ბჟანიამ მოიგო.

ადგურ არძინბა წინააღდეგი იყო "რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხების" გაფორმების, "აპარტამენტების კანონისა" და "აგენტების კანონის" მიღების.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. ამ ეტაპზე ე.წ. პრეზიდენტობა ადგურ არძინბას, ოლეგ ბარციცსა და ბადრა გუნბას სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები