საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო/ODIHR-ის დამკვირვებლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრამ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა.
„სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე გავეცი პასუხი. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. ადმინისტრაციულ რესურსსა და პირადობებზე კითხვა არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ სიაში მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეუთო/ODIHR-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა ქვეყანაში, რა არის პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი და ზოგადად, რა მოლოდინებია არჩევნებთან დაკავშირებით. „რა კითხვებიც ჰქონდათ, ვუპასუხეთ“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო/ODIHR-ის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ისინი ამ წუთებში ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილის ხვდებიან.