Adobe-მ შემოქმედებითი ხელსაწყოებისთვის ხელოვნური ინტელექტის ახალი ასისტენტი შექმნა. როგორც ცნობილია, პროგრამა Firefly მომხმარებლებს ფოტოების, ვიდეოებისა და სხვა ციფრული კონტენტის რედაქტირებაში დაეხმარება. სერვისი Adobe-ს ისეთ პროგრამებში იქნება ხელმისაწვდომი, როგორიცაა Photoshop, Illustrator და Premiere Pro.
Anthropic Claude-ის დახმარებით, პლატფორმა Firefly პროფესიონალი დიზაინერების დავალებებს დამოუკიდებლად შეასრულებს. სისტემა საჭირო ხელსაწყოებს ავტონომიურად გამოიყენებს, რაც რთული პროექტების მართვას გაამარტივებს.
კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორის, ელი გრინფილდის განცხადებით, ასისტენტი მომხმარებლებს რუტინული სამუშაოს დელეგირების საშუალებას მისცემს. Adobe ამ ნაბიჯით მიზნად დაბალბიუჯეტიან კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვებას ისახავს.
კომპანია ახალი ასისტენტის ზუსტ ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. სავარაუდოდ, სერვისით სარგებლობა ე.წ. AI კრედიტების მოხმარებას გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ Adobe-ს მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ გასულ თვეში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ინვესტორების მხრიდან AI-ინვესტიციების ეფექტიანობის მიმართ არსებულ სკეპტიციზმს უკავშირდება.




























