Nscale-მა და Anthropic-მა $45 მილიარდის ღირებულების ახალ გარიგებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები. როგორც ირკვევა, მონაცემთა ცენტრების დეველოპერი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს დამატებით გამოთვლით სიმძლავრეებს მიაწვდის. არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე Monarch-ის კამპუსის მეორე შენობაში განთავსდება.
Reuters-ის ცნობით, Monarch-ის ახალ ობიექტს 460 მეგავატის გამოთვლითი სიმძლავრე ექნება. სისტემა Nvidia-ს უახლესი Vera Rubin-ის ჩიპებზე იმუშავებს. ამასთან, კამპუსში დაგეგმილი მესამე შენობისთვის Anthropic-ი უპირატესი შესყიდვის უფლებას მიიღებს.
შეგახსენებთ, აგვისტოში Anthropic-მა Nscale-თან $45 მილიარდის შეთანხმება უკვე გააფორმა. AI-ბუმის ფონზე, ბოლო პერიოდში Nscale-ის კონტრაქტების საერთო ღირებულება $103 მილიარდამდე გაიზარდა.
Anthropic-ის განცხადებით, ახალი კონტრაქტების გაფორმება იმიტომაა საჭირო, რომ Claude AI-ის გამოსაკვებად ამჟამად არსებული მონაცემთა ცენტრები და გამოთვლითი სიმძლავრეები საკმარისი აღარ არის.
























