მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი ინვესტორები Anthropic-ის IPO-ს სკეპტიკურად უყურებენ

anthropic

ხელოვნური ინდუსტრიის ლიდერი სტარტაპი Anthropic AI მიმდინარე წელს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო განთავსებას გეგმავს. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია $100 მილიარდის კაპიტალის მოზიდვას და მინიმუმ $1.5 ტრილიონის შეფასების მიღწევას პროგნოზირებს.

მიმდინარე კვირას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აქციების მკვეთრი ვარდნის ფონზე, მსხვილი ინვესტორები ამ მიზნების მიღწევას უკვე ეჭვქვეშ აყენებენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ინვესტორებმა უკვე მიმართეს Anthropic-ის ხელმძღვანელობას IPO-ს გადადების თაობაზე, რადგან ისინი შიშობენ, რომ ბაზარზე ამჟამად არსებული ნეგატიური განწყობა სტარტაპის IPO-ზე ნეგატიურად აისახება და შედეგი პროგნოზირებულზე უარესი იქნება.

როგორც ირკვევა, ამ საკითხზე მსჯელობისათვის უახლოეს დღეებში Anthropic-ის ხელმძღვანელობა სამომავლო ნაბიჯების განსახილველად მრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.

რაც შეეხება ფინანსურ მოლოდინებს, პროცესში ჩართული ინვესტორების ნაწილის ვარაუდით, კომპანიის შეფასება შესაძლოა $1 ტრილიონამდე შემცირდეს. ამასთან, მოზიდული კაპიტალის მოცულობამ $100 მილიარდის ნაცვლად, შესაძლოა $80 მილიარდი შეადგინოს, ან უფრო ნაკლები. თუ ინვესტორების ნეგატიური პროგნოზები გამართლება, Claude-ის შემოქმედი სტარტაპი SpaceX-ის რეკორდის მოხსნას ვერ შეძლებს და შეიძლება ის IPO-ს მოცულობით მის მთავარ კონკურენტს, OpenAI-ის ჩამორჩეს, რომელიც ბირჟაზე გასვლას მომავალ წელს აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები