ამერიკული Adobe მოსალოდნელზე გაცილებით უკეთეს ფინანსურ შედეგებს აფიქსირებს. როგორც მესამე კვარტლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიამ თითქმის $6 მილიარდის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც მოსალოდნელზე უკეთესი შედეგია და 11%-ით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.
წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში $1.77 მილიარდი შეადგინა, ნაცვლად წინა პერიოდში დაფიქსირებული $1.68 მილიარდისა.
ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას კომპანიაში AI-ის გამოჩენით და ხარჯების ოპტიმიზებით ხსნიან.
დამაკმაყოფილებელი შედეგების წარმოდგენის შემდეგ, Adobe-ის საბაზრო შეფასება $149 მილიარდამდე გაიზარდა.




























