მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Adobe სტარტაპ Semrush-ს ყიდულობს

semrush

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Adobe სტარტაპ Semrush-ს 1 მილიარდ 900 მილიონ დოლარად ყიდულობს.

Semrush-ის ძირითადი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მარკეტინგული ხელსაწყოების შექმნაა, რომელთაც კომპანიები და კრეატორები იყენებენ.

ამ შემთხვევაში, Semrush-ის შეძენით Adobe-ს თავისი პროგრამების, მათ შორის Photoshop-ის გაძლიერება სურს, რომელიც AI-ის დახმარებით უფრო მეტად გამოსადეგი შეიძლება გახდეს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის, რომელთაც მარკეტინგული სააგენტოების დაქირავების საშუალება არ აქვთ და შიდა რესურსებით სურთ კონტენტის შექმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ $1.9 მილიარდი თითქმის 78%-იან პრემიუმს წარმოადგენს სტარტაპის ამჟამინდელ შეფასებასთან შედარებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Adobe-ის ხელმძღვანელობა Semrush-ის ინტელექტუალურ საკუთრებაში დიდი პოტენციალს ხედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები