მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადვოკატი: აფგან სადიგოვი ბაქოში, მისი ნათესავების სახლშია

ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატის თამთა მიქელაძის თქმით, საქართველოდან გაძევებული სადიგოვი უკვე ბაქოშია. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

"რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ სადიგოვი ბაქოშია, მისი ნათესავების სახლში. როგორც ჩანს, ბაქოში დაკითხვის შემდეგ, მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. ჩვენ რამდენიმე საათში შევძლებთ მასთან საუბარს და მეტი გარემოების გაგებას. თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ დეტალებს.

მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვრიდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმის სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას", - წერს თამთა მიქელაძე.

ცნობისთვის, შსს-მ დღეს დილით განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს, რომელიც სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის გუშინ დააკავეს, სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები