მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს

ყოფილი პროკურორი

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მათი მოთხოვნაა ფარცხალაძის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნეს გამოყენებული.

"ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული. დაცვის მხარე სრულად უარყოფს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს", - აცხადებს ადვოკატი.

29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მკვლელობის ანგარებით ორგანიზებაში ბრალი წარუდგინა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ფარცხალაძეს გამოძიება ადანაშაულებს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ანგარების გამო ორგანიზებაში.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა. მან ამ პოსტზე არჩილ კბილაშვილი შეცვალა. დანიშვნამდე ის იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას. მისი კანდიდატურა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა. ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე სულ 40 დღე იმყოფებოდა. მან პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს დატოვა.

ვრცლად ამ თემაზე: მკვლელობის ორგანიზების გარდა, კიდევ რა ბრალდებები არსებობს ოთარ ფარცხალაძის მიმართ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები