აფხაზები, ოსები და რუსები ოკუპირებულ აფხაზეთში ერთობლივ სწავლებებს ჩაატარებენ. ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნები რიწის ტბაზე გაიმართება. როგორც დე ფაქტო საგარეო სამინისტროში აცხადებენ, სწავლებები 10 თებერვალს გაიმართება.
"მასში მონაწილეობას აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ. წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გასტანს, ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკის დამუშავება იგეგმება", - განაცხადა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სწავლების მსვლელობისას, მძიმე ტექნიკასა და კატარღებს გამოიყენებენ, იმუშავებენ მყვინთავები, რომლებიც ჩაძირული მანქანის ეკიპაჟის გადარჩენას შეეცდებიან.