მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზები, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთში ე.წ. აფხაზური პასპორტებით ვეღარ ჩავლენ

აფხაზური პასპორტები

1-ელი მარტიდან, ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებსაც რუსული პასპორტებიც აქვთ, დე ფაქტო რუსულ-აფხაზურ საზღვარს ე.წ. აფხაზური პასპორტით ვერ გადაკვეთენ. თუ პირს "აფხაზური პასპორტი" აქვს და რუსული არა, ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ე.წ. აფხაზური პასპორტით მაინც შეძლებს.

ცვლილება რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აიხსნება, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საზღვარს მხოლოდ რუსული პასპორტით გადაკვეთს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატის, დაუთ ხუტაბას განცხადებით, ცვლილებაში საგანგაშო არაფერია.

"ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, საზღვარს აფხაზური პასპორტით კვეთენ, არანაირი პრობლემა არ არის. ამაზე მეტყველებს თვით აფხაზეთისა და აფხაზეთის პასპორტების აღიარების ფაქტი. ეს არის სრულიად გასაგები, უმარტივესი სიტუაცია. ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე რუსეთში საკუთარი პასპორტით მიდის თუ მას რუსული არ აქვს. ანალოგიურად, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, საზღვარს ჩვენი პასპორტით კვეთენ. მართალი გითხრათ, არც ისე ნათელია, რატომ კეთდება ეს , მაგრამ ეს მათი საქმეა. ეს არა მარტო აფხაზებს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ", - განაცხადა ხუტაბამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები