მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზები თბილისს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდას სთხოვენ

ნეგურ

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თბილისისგან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდას ითხოვს. ვალერი ბგანბამ "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენელს დაავალა, საკითხი "ქართულ მხარესთან" განიხილონ.

Sputnik-ის ინფორმაციით, აფხაზების შემოთავაზებაა, ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა, ზაფხულის ნაკადის გამოყენებით.

ცნობისთვის, "ენგურჰესიდან" გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს ოკუპირებული აფხაზეთი, 60%-ს კი დანარჩენი საქართველო იყენებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია დღეში 1 საათი და 20 წუთი მიეწოდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები