მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზებს მოუწევთ, აირჩიონ მეთაური, რომელიც რესპუბლიკის უსაფრთხო განვითარებას უზრუნველყოფს - ზახაროვა

სოხუმი აქცია

"მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთში განვითარებულ ვითარებას და მხედველობაში იღებს შეთანხმებებს რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია, აუცილებელი პირობები შეიქმნას.

"თვალყურს ვადევნებთ აფხაზეთის რესპუბლიკაში ვითარების განვითარებას. ის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და პარტნიორია. 15 ნოემბერს გამოქვეყნდა ჩვენი კომენტარი. ფუნდამენტურად შევაფასეთ ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკური კრიზისი და ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის შესაძლო გზების შესახებ ჩვენი აზრი გავაზიარეთ. მოსკოვმა აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებები გაითვალისწინა , რამაც შესაძლებელი გახადა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია, შეიქმნას აუცილებელი პირობები აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც, როგორც გვესმის, 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა მან.

რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, მარია ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ "აფხაზ ხალხს მოუწევს აირჩიოს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც რესპუბლიკის უსაფრთხო, სტაბილურ, პროგრესულ განვითარებას უზრუნველყოფს".

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მას საფუძვლად ძლიერი მოკავშირე ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რომელიც რჩება აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტი", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები