მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე შარშან 700-ზე მეტი დამრღვევი დავაკავეთ" - ე.წ. სუს-ი

აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [СГБ] ინფორმაციით, 2023 წელს ე.წ. ქართულ-აფხაზურ საზღვარზე 700-ზე მეტი დამრღვევი დააკავეს. ე.წ. უწყების განცხადებით, "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" სისხლის სამართლის 15 საქმე აღიძრა.

"აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სხვადასხვა მიზნით ტვირთის უკანონოდ გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს: ამოღებულია 900-ზე მეტი ბლოკი თამბაქოს ნაწარმი და 6 ცალი მაინინგის მოწყობილობა. აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად, უკანონო საქმიანობის ორგანიზებასა და შესრულებაში ჩართული პირების მიმართ სამართლებრივი ზომები მივიღეთ", - აღნიშნავს სუს-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები