"საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, აფხაზეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებით იმედგაცრუებული ევროპული სტრუქტურები დამოუკიდებელ აფხაზეთთან თანამშრომლობის კურსს დაადგებიან", - ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.
"აბხაზია ცენტრი" აღნიშნავს, რომ ევროპა ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებები და დისციპლინა. ის წერს, რომ აფხაზეთი კავკასიის ყველაზე ევროპული ნაწილია.
"საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, აფხაზეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებით იმედგაცრუებული ევროპული სტრუქტურები დამოუკიდებელ აფხაზეთთან თანამშრომლობის კურსს დაადგებიან. გულუბრყვილოა ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთის ურთიერთობები ევროკავშირთან რუსეთ - აფხაზურის ანალოგიით აშენდება. აქ საქმე სულაც არ არის მოწონების ან არ მოწონების საკითხი.
ევროპა არის ევროპული ღირებულებების გაზიარების სურვილი და შესაძლებლობა. ევროპა დამოუკიდებელი სასამართლოა და არა ის ფარსი, რაც ჩვენ გვაქვს. ევროპა ნამდვილი პარლამენტარიზმია და არა პისტოლეტებით ქამრებში მოქცეული კაცები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ მომენტში სროლის დასაწყებად. ევროპა არის შრომისმოყვარეობა და დისციპლინა და არა დახურული ინსტიტუტები უფროსის შორეული ნათესავის დაკრძალვის გამო. ევროპა არის ის, როდესაც რესტორნის მფლობელი იხდის ლანჩზე საკუთარ რესტორანში. ევროპა ეხება ადამიანის უფლებებს და არა ეთნიკურობასა და კლანურ კუთვნილებას. კიდევ ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ნათელია, რომ აფხაზური წესრიგით მას ევროპაში არ დაუშვებენ. თუ სურვილი და მისწრაფება იქნება, შესაძლებელია, წლების განმავლობაში ბევრს მივაღწიოთ. ისტორიულად აფხაზეთი კავკასიის ყველაზე ევროპული ნაწილია", - აღნიშნულია სტატიაში.