მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აფხაზეთი ხელოვნურად წარმოიშვა” - რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

აფხაზეთის ე.წ. დროშა

"აფხაზეთი ხელოვნურად წარმოიშვა" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Sova ავრცელებს.

ანდრეი კოზირევი რუსეთის საგარეო უწყებას 1990-96 წლებში ხელმძღვანელობდა. მან გაიხსენა, როგორ იქმნებოდა 1990-იანი წლების დასაწყისში სეპარატისტული კერა.

"როცა დამოუკიდებელი საკავშირო რესპუბლიკების ფორმირების პროცესი დაიწყო, ამის საპირწონედ "ცეკასა" და "კაგებეში" ავტონომიური რესპუბლიკების გაღვიძების იდეა გაუჩნდათ. იმ მიზნით, რომ სსრკ-დან გასული რესპუბლიკები ავტონომიების ტერიტორიების დაკარგვის ფაქტის წინაშე დაეყენებინათ. ასე მოხდა საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევებში”, - განაცხადა მან.

კოზირევი იხსენებს, როგორ ქმნიდა მოსკოვი ვლადისლავ არძინბასგან (აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტი) თავისუფლებისთვის მებრძოლი აფხაზი პოლიტიკოსის პერსონაჟს.

"არძინბა მოსკოველი ბიჭი იყო, ჩვენ მას ერთ ენაზე, ერთსა და იმავე მოსკოვური აქცენტით ვესაუბრებოდით. აფხაზეთში აგორებული სეპარატისტული მოძრაობის სათავეში ჩადგომამდე არძინბა პრიმაკოვთან მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. ახლა წარმოიდგინეთ, რა თავისუფლებისთვის მებრძოლი შეიძლებოდა, ყოფილიყო არძინბა. ეს უბრალოდ ბოდვაა! ასეა თუ ისე, არძინბას აფხაზეთში გაგზავნის გადაწყვეტილება რუსეთის იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, გრაჩოვმა მიიღო, იმ გრაჩოვმა, რომელიც ჩემგან მალულად აფხაზეთს იარაღით ამარაგებდა, თუმცა პრეზიდენტი ელცინი ამ სქემის შესახებ საქმის კურსში იყო. მაშინ რუსეთში სეპარატისტებს თავისიანებად აღიქვამდნენ", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები