"აფხაზეთი საქართველოა - არა რუსულ რეჟიმს!" - ამ ლოზუნგით თბილისში მარში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან.
მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის გზის გადაკეტვის გამო დაპირისპირება იყო. ამ დროისთვის აქცია გრძელდება და გზა სრულად გადაკეტილია.



























