მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. დროშა აზერბაიჯანისა და ბელარუსის დროშებთან - სპორტსმენების ვიზიტი სოხუმში

სოხუმი

"შავი ზღვის გამარჯვების ესტაფეტა - 2024" ოკუპირებულ აფხაზეთში 8 მაისს დაიწყო და 13 მაისს დასრულდება. მარათონი სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წელს ეძღვნება.

Sputnik Abkhazia-ს ცნობით, მარათონში მონაწილეობას იღებენ სპორტსმენები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშა აზერბაიჯანისა და ბელარუსის დროშებთან ერთად ფრიალებს.

მედიის ინფორმაციით, სპორტსმენები გაცურავენ სოხუმი - ახალი ათონი - გუდაუთა - ბიჭვინთა - გაგრა - ცანდრიფში - ადლერი - სოჭის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები