მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი უცხოელებს აფხაზეთსა და ცხინვალში ინვესტიციების ჩადებას სთხოვს

ინვესტორი

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი უცხოურ კომპანიებს მოუწოდებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საინვესტიციო პოტენციალს ყურადღება მიაქციონ. განცხადება მან კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.

კავკასიის საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ორივე ტერიტორიის სტენდია განთავსებული. სესიაზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ სტუმრებს აფხაზეთისა და ცხინვალის სტენდების მონახულება და დელეგაციებთან კომუნიკაცია ურჩია.

"ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფოების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] საინვესტიციო და სამრეწველო - ეკონომიკური პოტენციალი მთელ დიდ კავკასიასთან ერთად, მთელ რუსეთთან ერთად გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც შეიძლება დაინტერესდეს ამ რესპუბლიკებში ინვესტიციებით და ჩვენ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ ინვესტორებს: ადმინისტრაციულ, იურიდიულ, ორგანიზაციულ, შესაძლოა, ფინანსურსაც კი", - განაცხადა ვოლვაჩმა.

კავკასიის საინვესტიციო ფორუმი ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, 2023 წლიდან ტარდება. ფორუმის წლევანდელი თემაა "დიდი კავკასია - ზღვიდან ზღვამდე". როგორც ფორუმის ვებგვერდზე წერია, მასში მონაწილეობას იღებენ რუსეთის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, რუსული და საერთაშორისო ტურისტული ბიზნესების, სამშენებლო, აგროსექტორის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, საბანკო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, დსთ-ს, კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები