მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთების პირობა დაასახელა

აფხაზეთი

მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებაზე საუბარი დაიწყეს. ამის შესახებ NEWS.ru-სთან დსთ-ს ქვეყნების საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი საკითხები ხალხმა რეფერენდუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს.

"აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სხვა სუვერენული სახელმწიფოების საკითხები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყოფნა სურთ, სახალხო რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. მიერთების შესახებ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მოცემული სახელმწიფოს ხალხს აქვს და არა ლიდერებს. ამიტომ, თუ ჩატარდება სახალხო რეფერენდუმი, თუ ხალხი რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს, მაშინ ყველა კონსტიტუციური ნორმისა და უფლების გაფორმების სამართლებრივი პროცედურა დაიწყება", - განაცხადა ვოდოლაცკიმ.

რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა. ოკუპანტი ქვეყანა აფხაზებისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოფიციალურ მოსკოვში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შეიძლება, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.

რუსეთი აფხაზებისგან ითხოვს:

- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას;

- რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფას;

- რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნას კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები