მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

აფხაზეთი ჩინეთში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა ჰონკონგში ნუმიზმატიკურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ე.წ. ეროვნულმა ბანკმა ორი ახალი ბანკნოტი, 10 და 100, აფსარას ნომინალით წარადგინა. მათი განცხადებით, "აფხაზური ვალუტა" ნუმიზმატებში დიდ ინტერესს იწვევს და მისი გაყიდვით ე.წ. ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ რუბლი გამოიმუშავა.

HKINF ყველაზე დიდი ნუმიზმატიკური ღონისძიებაა აზიაში, რომელიც აუქციონის სახლებს, საკრედიტო ორგანიზაციებს და კერძო კოლექციონერებს 40-ზე მეტი ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, საფრანგეთი, აშშ, იაპონია, იორდანია და ა.შ.) აერთიანებს.

საერთაშორისო ღონისძიებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის სტენდზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სიმბოლოები, სამახსოვრო მონეტები და ბანკნოტები, ინგლისურ ენაზე გამოცემული აფხაზეთის რესპუბლიკის სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების პირველი სისტემატური კატალოგი, სარეკლამო და საჩვენებელი მასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები