მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის თანხა 29 ნოემბრამდე აქვს გადახდილი

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან კომერციული ელექტროენერგიის საფასური 29 ნოემბრამდე არის გადახდილი. 7 დღეში დე ფაქტო მთავრობამ ფინანსების მობილიზება უნდა შეძლოს, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს.

"კომერციული ნაკადი მომავალ პარასკევამდე გადავიხადეთ. ჩვენ ვაერთიანებთ ყველა არსებულ შესაძლებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს", - განაცხადა ჯანსუღ ნანბამ.

ამასთან, ე.წ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, წელს ენერგეტიკული ინდუსტრიის მხარდასაჭერად 360 მილიონი რუბლი გამოიყო.

"ამ თანხას შეგვიძლია კიდევ 200 მილიონი რუბლი დავამატოთ, მიზნობრივი თანხები რუსეთის ფინანსური დახმარებიდან. სულ 560 მილიონი რუბლი, საიდანაც 285 მილიონი რუბლი კომერციული ნაკადების გადასახდელად გამოიყო", - აღნიშნა ვლადიმერ დელბამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები