ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთში შრომითი მიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ედუარდ გამისონიამ Sputnik-თან აღნიშნა, 2022 წელს, აფხაზეთში 6845 შრომითი მიგრანტი იმყოფებოდა, წელს 9 თვეში კი მათმა რაოდენობამ 8000-სს გადააჭარბა.
მისი ინფორმაციით, ცვლილებებს გავლენა აქვს ე.წ. სახელმწიფო გადასახადების მთლიან ოდენობაზე: 2022 წელს ბიუჯეტმა 77 მილიონი რუბლი, ხოლო 2024 წელს 147 მილიონზე მეტი მიიღო.
ამასთან, ე.წ. მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, ე.წ. მიგრაციის კანონის დარღვევის გამო, წელს აფხაზეთიდან 10 მიგრანტი გააძევეს.