ოკუპირებულ აფხაზეთში 1-ელი ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე კვლავ გრაფიკი ამოქმედდება. Черноморэнерго-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ელექტროენერგია ყოველდღიურად 4-4 საათით შეიზღუდება.
"ამჟამად აფხაზეთს 260 კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. კომპანია Интер РАО-სთან ხელშეკრულება უკვე დაიდო, რომ 1-ელი ნოემბრიდან რუსეთიდან 180 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მივიღოთ (60 მლნ. ნოემბერში და 120 მლნ. დეკემბერში). იმისათვის, რომ როგორმე არსებული დეფიციტი დაიფაროს, ნოემბრის დასაწყისიდან რესპუბლიკის მასშტაბით ელექტროენერგიის 4-საათიანი შეზღუდვები დაწესდება", - აცხადებს თემურ ჯინჯოლია.
თემურ ჯინჯოლიას თქმით, ელექტროენერგიისთვის მოსახლეობა კომერციულ ფასს გადაიხდის.