დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლებმა 26 რუსი გიდი დააჯარიმეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე გიდის მომსახურებას უკანონოდ ეწევიან.
“წლის დასაწყისიდან აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის გიდების ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად, უკანონო გიდების საქმიანობის გამოსავლენად კონტროლს აწარმოებს.
კონტროლი სისტემატურია, საკურორტო სეზონზე უფრო მაღალი სიხშირით ტარდება, რადგან მოგზაურების რაოდენობა იზრდება“, - აცხადებს ე.წ. ტურიზმის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრეი ნშანიანი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საჯარიმო ოქმები მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა.