"მოსკოვი 24" რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრი გორინზე დაყრდნობით წერს, რომ ყუბანი, 2025 წლის ზაფხულში, შესაძლოა, რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთის ალტერნატივა გახდეს.
როგორც ცნობილია, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, რუსეთის ეკონომიკური განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ტუროპერატორებს მოუწოდეს, აფხაზეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტები არ შეიმუშაონ. აღნიშნული რეკომენდაცია კვლავ ძალაშია.
გორინის თქმით, იაფი ფასის გამო, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა", რუსები მას შიდა ტურიზმის ნაწილად მიიჩნევენ.