მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზი სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების თამაშებში ე.წ. დროშით წარდგებიან

ე.წ. დროშა

ოკუპირებული აფხაზეთის სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების სპორტულ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, 60 სპორტსმენი ე.წ. აფხაზური დროშით წარდგება.

"ისინი ბოქსში, ძიუდოში, კარატეში, სამაგიდო ჩოგბურთში, სამბოში, ფრენბურთში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სიმძიმის აწევაში, კალათბურთში, ჭადრაკში და სხვა თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნულია მედიაში.

"BRICS Sports Games"-ი 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება. BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის.

BRICS-ის წევრები: რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები