მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
გამოცემის ცნობით, წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 450 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსი ასევე გავრცელდა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ბურუნდიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კენიასა და რუანდაში.