BBC-ის ინფორმაციით, ევროპაში მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება, რომელიც მაიმუნის ჩუტყვავილას სახელწოდებით არის ცნობილი, აღმოჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.