მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აფთიაქების დახურვა და კონკურენციის შემცირება წამლებზე ფასებს ვერ დაწევს - ფარმაცევტთა ასოციაცია

ფარმა

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში აფთიაქების რაოდენობის შემცირება სექტორში კონკურენციაზე ნეგატიურად აისახება.

საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველოში აფთიაქების ჭარბი რაოდენობა მედიკამენტების ფასებზე დამატებითი ზეწოლა იყოს. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს ვითარება „ბუნებრივია, რომ გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში“.

როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ BMG-სთან განაცხადა, მოლოდინი, რომ აფთიაქების რაოდენობის შემცირება მედიკამენტებზე ფასებს დასწევს, არასწორია. მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედება შესაძლოა, კონტრპროდუქტიული იყოს.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც აფთიაქების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, საქართველოში უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი. ანუ, სახელმწიფო სამკურნალო საშუალებებზე ადგენს ზღვრულ ფასს, რომლის ზევითაც არცერთ სააფთიაქო ქსელს, იქნება ეს მსხვილი ქსელი თუ ცალკეული, დამოუკიდებელი აფთიაქი, ამ თანხაზე ზევით რეალიზაციის უფლება არ აქვს.

მოგეხსენებათ, ამ დღეებში ხშირად გაჟღერდა, რომ 10-11 ათასი დასახელების მედიკამენტი, რომელიც ახლა ბრუნვაშია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, ორი მესამედი უკვე რეფერენტული ფასების ზემოქმედების ქვეშ არის. დარჩენილია დაახლოებით 3000 მედიკამენტი, რომელზეც, როგორც ვიცით, სამინისტროში მიდის მუშაობა და ალბათ ამ წლის განმავლობაში ეს რაოდენობაც დაიფარება რეფერენტული ფასით.

შესაბამისად, აფთიაქების რაოდენობა ერთი იქნება თუ ასი, ის ფასი, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, იმ ფასზე მეტად ვერ გაიყიდება ვერანაირად. ანუ, აფთიაქების რაოდენობა ვერანაირად ამ მიმართულებით სამკურნალო საშუალებების ფასზე ზეგავლენას ვერ ახდენს. მე ვიტყოდი პირიქით, აფთიაქების რაოდენობის შემცირება გამოიწვევს კონკურენციის შემცირებას და ეს პირიქით, შეიძლება უარყოფითად აისახოს ფასებთან დამოკიდებულებაში.

სადაც რამდენიმე კონკურენტი კომპანიის აფთიაქია გახსნილი, დავუშვათ ერთ უბანში, ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ნებისმიერი მიმართულებითთუნდაც მომსახურების ხარისხით, აფთიაქის შიდა სტანდარტით და .. მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ მოდი, აფთიაქები დავხუროთ და ეს მედიკამენტებს გააიაფებსმე ასე არ მგონია. პირიქით, კონკურენციის შემცირება ფასების დაწევას ვერანაირად ვერ გამოიწვევს.

საუბარი რაზე გვაქვს, ფასის დაკლების რამდენიმე მიმართულებაამყისიერი, საშუალო პერიოდის და ხანგრძლივი. მყისიერად, თუ იმ 3000 მედიკამენტზე ვსაუბრობთ, სანამ რეფერენტულის ქვეშ შემოვა, ამის გამო სასწაული რეფორმები ვატაროთ და აფთიაქები უნდა დავხუროთ? ეს არ არის გამოსავალი. რეფერენტულის დადგენა ისევ სამინისტროს ხელშია.

აფთიაქი მარტო შენობა არ არის, ეს არის სამედიცინო დაწესებულება. ფარმაცია ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. კვლევებით დადგენილია, რომ საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი პირველადი დახმარებისთვის მიმართავს აფთიაქს და ფარმაცევტს. ახლა ეს პროფესიონალები გარეთ გამოვუშვათ და უმუშევრად დავტოვოთ იმის გამო, რომ ვიღაცას ასე ჰგონია? მე ამის წინააღმდეგი ვიქნები“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები