მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ენგურის ხიდით საქონლის ნაწილის გადატანაზე შეზღუდვა მოხსნა

643690db16d0b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.23 15:20
897
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ენგურის ხიდის გავლით ვაჭრობას ამარტივებს. ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისი დოკუმენტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მას ხელს დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელი ასლან ბჟანია აწერს. დოკუმენტი 31 მარტით თარიღდება.

2007 წელს 23 ივლისის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, დეფაქტო საზღვარზე შემდეგი საქონლის გადატანა შეიძლება:

• მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები;
• სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლები და სანერგე მასალები;
• ცოცხალი შინაური ფრინველი;
• შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები;
• სასოფლო ტექნიკა;
• სასოფლო პროდუქტის წარმოებისა და გადასამუშავებელი დანადგარები;
• საავტომობილო ტრანსპორტი;
• ავტომობილების სათადარიგო ნაწილები;
• სატრანსპორტო საშუალებების ძრავის და სხვა საპოხი ზეთები;

ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას დეფაქტო ხელისუფლების ვეტერანების ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერი თემურ გულია „სპეცოპერაციად“ აფასებს.

„ხალხისგან უჩუმრად ჩინოვნიკების ვიწრო წრეს საქართველოდან ცოცხალი ქათმების, ცხოველების სხვადასხვა საკვების, სათესლე მასალების, საავტომობილო ტრანსპორტის და სხვა საქონლის შემოტანა უნდათ. იბადება კითხვა, რომ რისთვის უნდა განვიხილოთ „უცხო აგენტების შესახებ კანონი“, თუ იგივეს აკეთებენ ჩვენი ჩინოვნიკები?“, - აცხადებს თემურ გულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები