ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 23%-ით გაიზარდა და 49 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეციამ განუცხადა.
"გასულ წელს ექსპორტის მოცულობა 5%-ით გაიზარდა და 7,3 მილიარდ რუბლს მიაღწია. რესპუბლიკიდან ექსპორტზე ხე-ტყის მასალები, ალკოჰოლი, საკვები, ციტრუსი, ქსოვილები და ლითონი გავიდა", - განაცხადა ხეციამ.
ამასთან, როგორც ოთარ ხეცია ირწმუნება, გაზრდილია იმპორტიც, 2022 წელთან შედარებით, 27%-ით.