მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა

6334426a7c8f4
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.22 16:49
1130
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობს.

ინფორმაციას, რომელსაც Ekhokavkaza წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს, სააგენტო „აპსნიპრესმაც“ დაადასტურა. მათი ცნობით, ლუკაშენკო აფხაზეთის ლიდერს ასლან ბჟანიას ხვდება.

„დღის წესრიგში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები შედის, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, საერთაშორისო მდგომარეობის ანალიზს, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ეხება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის განმავლობაში სხვადასხვა telegram არხის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ლუკაშენკოს კორტეჟმა გაგრა დატოვა და ბჟანიასთან შეხვედრის გამართვა ბიჭვინთაში იგეგმებოდა.

BM.GE-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები