მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგენტი ცუდად ჟღერდა, ინტერესთა გამტარებელი მისაღებია" - მიხეილ ჭელიძე რუსულ კანონზე

მიხეილ ჭელიძე

"იქიდან გამომდინარე, რომ აგენტი ცუდად ჟღერდა, ინტერესთა გამტარებელი მისაღებია", - ასე აფასებს "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის' პრეზიდენტი რუსულ კანონს. მიხეილ ჭელიძის განცხადებით, ნებისმიერ გრანტს კონკრეტული მიზნობრიობა გააჩნია.

"თუ მარტო ფინანსურ გამჭვირვალობაზე არის საუბარი, ვეთანხმებით. თუ საბოლოოდ [კანონპროექტი] ამ ვერსიით შევა, ვეთანხმები. იქიდან გამომდინარე, რომ აგენტი ცუდად ჟღერდა, ინტერესთა გამტარებელი მისაღებია, რადგან ეს ასეც არის. გრანტს თავისი მიზნობრიობა აქვს და გრანტით რაღაც ინტერესები უნდა გატარდეს", - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

BMG-ის კითხვას: კერძო და არასამთავრობო სექტორების მიერ მოზიდული თანხები ახლა გაუმჭვირვალეა თუ არა, მიხეილ ჭელიძე პასუხობს:

"ბიზნეს გრანტებში ყველაფერი კარგად და გამჭვირვალედაა. არ ვთვლი, რომ გამჭვირვალეებს შეზღუდავს. უბრალოდ არასწორი მიზნობრიობის გრანტებს გაშიფრავს. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ევროპის და ამერიკის [გრანტები], არამედ რუსეთისა და სხვა ქვეყნებისა, რომლებიდანაც ცუდი მიზნობრიობით შემოდის გრანტები", - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

- ცუდი მიზნობრიობით შემოსული გრანტები როგორია და რას მიიჩნევთ არასწორად?

" - ისეთები, რომლებიც სეპარატიზმისკენ იწევს, ეთნიკური განსხვავებულობისკენ, სექსისტური თემები, სიტუაციები, რომლებიც ადამიანებისა და ბიზნესების გახლეჩვას იწვევს", - თქვა ბიზნესმენმა.

ფიქრობთ თუ არა, რომ ცუდი მიზნებისთვის გრანტები დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის?

არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არა. მე რა გრანტებთანაც მქონია შეხება, ყველა დასავლური იყო და ცუდი განზრახვისთვის არ გამოიყენებოდა", - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები