მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღარ მოვემსახურებით არცერთ პოლიციელს, მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომლებიც არ დგას ხალხის მხარეს" - "ზუკას ველო მაღაზია"

ზუკას ველო მაღაზია

ქუთაისში, ველოსიპედების მაღაზია, "ზუკას ველო მაღაზია" აღარ მოემსახურება მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ხალხის მხარეს არ დგას. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ჩვენი მაღაზია და სახელოსნო აღარ მოემსახურება არც ერთ პოლიციელს, მერიის არც ერთ თანამშრომელს და არც ერთ საჯარო მოხელეს, რომლის იდენტიფიცირებასაც მოვახდენთ და არ დგას ხალხის მხარეს !!

ვწუხვართ, რომ აქციაზე დგომა და ეს პროტესტი არის ის მცირედი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია !!!შეიძლება, ამ ჯგუფშიც არიან, თუნდაც დაფარული ანგარიშებით და ყველაზე კარგად თვითონ იციან, რა ინტენსივობით სჭირდებათ ზურას დახმარება მათ და მათ შვილებს! ხოდა, თავს ნუღარ შეიწუხებთ ჩვენთან ტყუილად მოსვლით, უტრაკო არაკაცებო", - ამბობენ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ველოსიპედების მაღაზიის მეპატრონეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები