მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღიარა თუ არა ზვიად ხარაზიშვილმა [ხარებამ] ადამიანების ცემა? - პრემიერის პასუხი

ხარება
30.05.24 12:38
682

ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, აღიარა თუ არა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ" ადამიანების ცემა, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს იყო ირონია და ვერ იქნება აღქმული, როგორც რაიმე ტიპის აღიარება.

მან კვლავ გაიმეორა, რომ აქციებზე შსს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.

„რაც შეეხება ინციდენტებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო არც მისაღები, არც მოსაწონი და იყო შემაშფოთებელი. შესაბამისად, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ ასეთი ტიპის ინციდენტებს, რომლებიც იყო. მაგრამ, იმასაც შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში, ზოგადად, მთელი ამ აქციების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ამ კონკრეტული ინციდენტების გამოკლებით“, - განაცხადა პრემიერმა.

"მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს", - თქვა ზვიად ხარაზიშვილმა TV პირველთან 28 მაისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები