მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღმაშენებლის ხეივნის შუა მონაკვეთში ტრამვაისთან ერთად ავტობუსებიც იმოძრავებენ - კახა კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა, რომ არსებული პროექტით დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის ხაზის განვითარებასთან ერთად, განიხილება დავით აღმაშენებლის ხეივნის შუა მონაკვეთში არამხოლოდ ტრამვაის ხაზის გაყვანა, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობაც იგეგმება. კალაძე განმარტავს, რომ ამ პროექტით დიდი დიღმის მიმართულებით მოძრაობა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.

"ტრამვაი მოგვცემს საშუალებას, რომ გავაადვილოთ გადაადგილება, შესვლა-გამოსვლა დიდი დიღმიდან. საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება. როგორც იცით, პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებიან, რაც აღმაშენებლის ხეივანში გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის მშენებლობაზე ოქტომბერში გამოცხადებული ₾416-მილიონიანი ტენდერის დასრულების თარიღი ორი თვით გაახანგრძლივა. ტენდერი პირვანდელი გეგმით, 22 დეკემბერს სრულდებოდა, თუმცა მასში წინადადებების წარდგენის ვადა 2026 წლის 16 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.

თბილისის ვიცე-მერის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით არაერთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიას აქვს ტენდერში მონაწილეობის ინტერესი, სწორედ ამიტომ ტენდერის ვადა 2026 წლის თებერვლამდე გახანგრძლივდა.

"არის დიდი დაინტერესება მსოფლიოს არაერთი მსხვილი კომპანიისგან და სწორედ ამ დაინტერესების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვენახევრით გადავწიოთ პროექტზე ტენდერის დასრულება, რომ რაც შეიძლება დიდი კონკურენცია იყოს მომწოდებლებს შორის. 30 მილიონი ლარი არის თანხა, რასაც 2026 წელს ავითვისებთ და იმედი მაქვს რომ წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყება,"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ტრამვაის საპროექტო სქემა ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები