მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ" - კობერიძე გახარიას

5ece4ef225cb1
ინგა მურუსიძე
27.05.20 15:28
1002
"მგონი, აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ", - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, შეუძლებელია, ეკონომიკური პროგოზი გააკეთოს ვინმემო. მე მგონი, პირდაპირ აღიარებით ჩვენებას იძლევით, რომ ეკონომიკური პროგნოზი არ გაგაჩნიათ და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც არ გაგაჩნიათ. გაქვთ თუ არა ასეთი გეგმა? წინააღმდეგ შემთხევვაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკანა თარიღით მართავთ ქვეყანას“, - მიმართა კობერიძემ გახარიას.

საქმე იმაშია, რომ გიორგი გახარიას აზრით, უპასუხისმგებლობაა, დღეს ეკონომიკის გადარჩენის პოსტკრიზისულ გეგმაზე საუბარი.

გარდა ამისა, დეპუტატმა პრემიერს მოუყვა ერთი მხატვარი მოქალაქის კონკრეტული ამბავი, რომელიც ნახატებს აბარებდა გალერეაში, რაზეც დოკუმენტებიც წარადგინა შემოსავლების სამსახურში, თუმცა კომპენსაციაზე მიიღო უარი. კობერიძემ გახარიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც დეპუტატი დაინტერესდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო.

„თქვენ და ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ამბობდით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გაიხსნას. ეტყობა დაუმალეთ ეს ამბავი იმისთვის, რომ აქ კარგი ამბით მოსულიყავით. ისეთი ბედნიერები სხედხართ, მგონია, რომ გიხარიათ რაც ქვეყანაში ხდება ან არ ვიცი“, - განაცხადა კობერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები