მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5fbd2376db7e2
თელარა გელანტია
24.11.20 19:22
617
სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს.

„ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები