მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრო სექტორში სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს- ISET-ის კვლევა

6426dcf647428
ანუკა ჯოხაძე
31.03.23 18:06
491
ISET-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული მრავალმილიონიანი სუბსიდიების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი შემცირებულია. 2016 წელს EU-ზე ამ კატეგორიის ექსპორტის 31% მოდიოდა და ის 2022 წელს 14%-მდე შემცირდა, ხოლო სანაცვლოდ გაიზარდა ექსპორტში დსთ-ს წილი, კერძოდ, 2016 წელს არსებული 47%-დან, 73%-მდე.

ISET-ის კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან მნიშვნელოვნად, თითქმის 20-ჯერ გაიზარდა აგროსექტორში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება, თუმცა როგორც კვლევით დგინდება, დანახარჯების ზრდას, აგროსასურსათო ექსპორტში ისეთი დადებითი დინამიკა არ ჰქონდა რა მოლოდინიც არსებობდა. ISET მიიჩნევს, რომ DCFTA -ს ბენეფიტების სრულად ათვისება ვერ ხდება.

ISET-ის წამყვანი ეკონომისტი სალომე გელაშვილი თვლის, რომ სახელმწიფომ აქცენტი გრძელვადიანი შედეგის მომტან პროექტებზე უნდა გააკეთოს. მისი თქმით, დღეს ძირითადად წარმოების დაწყების ხელშეწყობა ხდება, თუმცა პროდუქციის რეალიზაცია მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

“ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სახელწმიფომ მხარდაჭერის პროგრამები შეცვალოს იმგვარად, რომ მათ უფრო მეტად შეუწყონ ხელი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპოტს ევროკავშირში. აუცილებელია, რომ სახელწმიფოს სუბსიდია მიმართული იყოს არა მოკლევადიანი შედეგების მიღებაზე, არამედ სტრუქტურული გამოწვევების დაძლევაზე როგორიც არის ირიგაციის პრობლემა, მიწების ფრაგმენტაცია, განათლების და ცოდნის ნაკლებობა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროგრამისთვის შემუშავდეს გარკვეული გეგმა იმის შესახებ რა პერიოდის განმავლობაში იქნება ის ხელმისაწვდომი. იმისთვის, რომ მწარმოებელმა იცოდეს, რომ მუდმივად არ მოხდება მისი დასუბსიდირება. ის იყოს უფრო მეტად მოტივირებული, რომ განავითაროს ბიზნესი.”-აცხადებს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი სალომე გელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები