მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ - რა სერვისები დახვდებათ მომხმარებლებს მეურნეობაში?

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი - “ითაბანი”, რომელიც მხოლოდ მარანი ნამდვილად არ არის, ეს არის სრულფასოვანი აგროტურისტული მეურნეობა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ვენახს, ხეხილის ბაღებს, სადეგუსტაციო სივრცეს, ტერასას კავკასიონის ხედებით და რაც ძალიან საინტერესოა - ტრადიციული თუშური გუდის ყველის შესაფუთ მცირე საწარმოს. „ითაბანი“ სტუმრებს კომპლექსურ პაკეტებს სთავაზობს: მეურნეობის ტურიდან და მასტერკლასებიდან დაწყებული, ღვინისა და ყველის ექსკლუზიური დეგუსტაციით დამთავრებული. თუმცა, ბიზნესის განვითარება ლოკალური ტურიზმით არ შემოიფარგლება. 2025 წელი მარანმა უმნიშვნელოვანესი სიახლით დახურა - პირველი ექსპორტით პირდაპირ შვეიცარიაში! კახური ქვევრის ღვინო, თუშური შთაგონებით, უკვე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მომთხოვნ ბაზარზე იყიდება. როგორ ახერხებს საოჯახო მარანი ასეთ კომპლექსურ განვითარებას?

სტუმარი: თამთა ჩაგოშვილი - აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“, მასპინძლობის მენეჯერი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები