მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოდან აზერბაიჯანი სირიას გაზს მიაწვდის

გაზსადენი

აგვისტოდან აზერბაიჯანი თურქეთის გავლით სირიას გაზს მიაწვდის. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო APA ავრცელებს.

სირიას აზერბაიჯანული გაზი კილის მილსადენით უნდა მიეწოდოს. ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ახალმა მთავრობამ და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა გაზის მიწოდებაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით საწყის ეტაპზე აზერბაიჯანმა 1.2 მილიარდი მ³ გაზი უნდა მიაწოდოს. როგორც სააგენტო წერს, გაზსადენი თურქეთის სასაზღვრო ქალაქ კილის გაივლის და ალეპოსა და ჰომსში გენერაციის ობიექტებამდე მივა. სირია გეგმავს აზერბაიჯანული გაზი ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები