აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით დღეს - 8 აგვისტოს საქართველოს კონტროლირებად მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ხელი 7 აგვისტოს მოაწერა.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.