მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 120 000 ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა იგეგმება - KazMunayGas

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან ბაქოს მიმართულებით, აგვისტოში 120 000 ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა იგეგმება, იმისათვის, რომ შემდეგ ის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირდეს. ამის შესახებ BMG-ის ბაქოს ბიუროს KazMunayGas-ში განუცხადეს. ჯამში მიმდინარე წლის განმავლობაში, აღნიშნული მარშრუტით 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას პროგნოზირებენ.

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2024 წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებულმა ყაზახური ნავთობის მოცულობამ 837 000 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77.3%-ით მეტია, ვინაიდან 2023 წლის იანვარ-ივლისში ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 365 000 ტონა იყო.

ცნობისთვის, გასულ წელს, ჯამში 1 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი გადაიზიდა აქტაუდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. მისი სიგრძე 1768 კმ-ია. ხოლო დანიშნულებაა ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები