მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში რუსეთში ღვინის ექსპორტი შემცირდა, მთლიანი ექსპორტის 66% რუსეთზე მოდის

ღვინო

2023 წლის 8 თვეში საქართველოდან ჯამში 169.3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 15.6%-ს აჭარბებს. წელს ექსპორტირებული ღვინის 66% რუსეთზე მოდის. აგვისტოში რუსეთში თითქმის 5 მლნ დოლარით ნაკლები ღვინო იქნა ექსპორტირებული 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით. ამან გავლენა იქონია თვიურ ექსპორტზეც და ჯამში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება აგვისტოში 25%-მდე შემცირდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ აგვისტოში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება შესაძლოა მსყიდველუნარიანობის კლებას უკავშირდებოდეს. 

"ჯერ არ ვიცით ეს ტენდენცია გახდება თუ არა, თუმცა აგვისტოში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა. ამის მიზეზი შეიძლება არის ის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იქ უკვე ისეთია რომ ბევრ ღვინოს ვეღარ ყიდულობენ", - ამბობს ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები