მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საარსებო შემწეობა 650 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო - როგორ ნაწილდება დახმარება რეგიონების მიხედვით?

ხალხი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში საარსებო შემწეობა 650 475 პირმა მიიღო. აქედან 195 985 ადამიანის გადამოწმება 4 წლით შეჩერებულია. ამის მიზეზია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ოჯახებს/მიმღებ პირებს ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

აგვისტოს მდგომარეობით, ამ პროგრამით 43 304 ადამიანია დასაქმებული. 

წინა თვესთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 11 ათასით არის შემცირებული. აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის გადარიცხული თანხა 67.5 მლნ ლარს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს, სადაც ჯამში 137 167 ადამიანი იღებს შემწეობას. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 89 482 ათასით, იმერეთი 79 845 შემწეობის მიმღებით, მესამე ადგილს სამეგრელო-ზემო სვანეთი იკავებს 79 538 მიმღებით. შემდეგ მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 68 023 და კახეთი 63 973 მიმღებით.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები